არჩევნები 2016

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური თბილისის 18 ოლქში ჩატარდება

0 კომენტარი
ცესკო ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, თბილისის 18 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. პირველადი შედეგებით, 50%-იან ბარიერს ლახავს ქართული ოცნების ოთხი მაჟორიტარი კანდიდატი - ზაზა ხუციშვილი (ვაკის N3 ოლქი), მამუკა მდინარაძე (საბურთალოს N ოლქი), ნინო გოგუაძე (საბურთალოს N5 ოლქი) და გია ვოლსკი (ჩუღურეთის N14 ოლქი). 

დეტალური მონაცემები ასეთია:

მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი - სალომე ზურაბიშვილი (44.4%), ნიკოლოზ რურუა - 26.9%. (31 უბნიდან, დათვლილია 30 უბანი).

ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი - ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) - 48.83%, ელენე ხოშტარია (ენმ) - 22.22%. (32 უბნიდან, დათვლილია 31 უბანი).

ვაკის N3 მაჟორიტარული ოლქი - ზაზა ხუციშვილი (ქართული ოცნება) - 50.53%, პეტრე ცისკარიშვილი (ენმ) - 19.3%. (35 უბნიდან დათვლილია 34 უბანი).

საბურთალოს N4 მაჟორიტარული ოლქი - მამუკა მდინარაძე (ქართული ოცნება) - 51.81%, ჯარჯი დოლიძე (ენმ) - 20.67%. (31 უბნიდან დათვლილია 30 უბანი).

საბურთალოს N5 მაჟორიტარული ოლქი - ნინო გოგუაძე (ქართული ოცნება) - 51.52%, გიორგი როინიშვილი (ენმ) - 18.84%. (33 უბნიდან დათვლილია 31 უბნის მონაცემები).

საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი - ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) - 46.76%, სევდია უგრეხელიძე (ენმ) - 17.03%, დავით უსუფაშვილი (რესპუბლიკური პარტია) - 11.67%. (32 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21 უბნის მიხედვით).

კრწანისის N7 ოლქი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 47.92%, ირაკლი აბესაძე (ენმ) - 29.34%. (36 უბნიდან, დათვლილია 29 უბანი).

ისნის N8 ოლქი - ბექა აბუსერიძე (ქართული ოცნება) - 42.71%, გიორგი ონიანი (ენმ) - 24.28%. (33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბნის მონაცემები).

ისნის N9 ოლქი - დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 48.35%, ბესიკ კვიციანი (ენმ) - 27.23%. (31 უბნიდან დათვლილია 29 უბანი).

ისნის N10 ოლქი - ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) - 45.46%, ზაზა კედელაშვილი (ენმ) - 26.87%. (33 უბნიდან დათვლილია 30 უბანი).

სამგორის N11 ოლქი - გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) - 47.64%, ირაკლი ნადირაძე (ენმ) - 23.99%. (39 უბნიდან დათვლილია 36 უბანი).

სამგორის N12 ოლქი - მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) - 42.85%, დათო ჟღენტი (ენმ) - 27.37%. (34 უბნიდან დათვლილია 33 უბანი).

სამგორის N13 ოლქი - შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) - 45.27%, გიორგი ხახნელიძე (ენმ) - 25.52%. (დათვლილია ყველა (37) უბანი).

ჩუღურეთი N14 ოლქი - გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) - 57.32%, ირაკლი ჩოლოყაშვილი (ენმ) - 23.71. (32 უბნიდან, დათვლილია 30 უბანი).

დიდუბის N15 ოლქი - ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) - 47.28%, დავით ნაფეტვარიძე (ენმ) - 19.77%. (34 უბნიდან დათვლილია 31 უბნის მონაცემები).

დიდუბის N16 ოლქი - ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) - 47%, ირაკლი დვალი (ენმ) - 20.85%. (34 უბნიდან დათვლილია 33 უბნის მონაცემები).

ნაძალადევის N17 ოლქი - სოფო კილაძე (ქართული ოცნება) - 44.83%, მურმან თხელიძე (ენმ) - 19.84%. (დათვლილია ყველა უბანი).

ნაძალადევის N18 ოლქი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 47.36%, მამუკა გუგეშაშვილი (ენმ) - 25.03% (დათვლილია ყველა (32) უბანი).

ნაძალადევის N19 ოლქი - ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) - 46%, ლერი დემეტრაშვილი (ენმ) - 26.23%. (დათვლილია ყველა (33) უბანი.

გლდანის N20 ოლქი - კობა კობალაძე (ქართული ოცნება) - 40.52%, ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ენმ) - 24.18%. (დათვლილია ყველა (36) უბანი).

გლდანის N21 ოლქი - ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 49.1% და სერგო რატიანი (ენმ) - 30.49%. (34 უბნიდან დათვლილია 32 უბნის მონაცემები).

გლდანის N22 ოლქი - ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) - 44.8%, გიორგი ბარამიძე (ენმ) - 25.65%. (დათვლილია ყველა (36) უბანი).

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ჩატარდება რეგიონების ოლქების უმეტესობაშიც. 

ცნობისთვის, მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები