არჩევნები 2016

ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში ენმ-ის საუბნო კომისიის წევრს სცემეს

რუსთავი 2

ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, დავით მახათაძეს სცემეს. მისი თქმით, სოფლის რწმუნებულმა უთხრა, "არჩევნები წაგვაგებინეო" და ფიზიკურად გაუსწორდა.

მახათაძის თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი ოჯახის წევრებსაც.

გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები