არჩევნები 2016

უბნების 100% დათვლილია: პარლამენტში შედიან, ქართული ოცნება, ენმ და პატრიოტთა ალიანსი

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 100%. არსებული მდგომარეობით პარლამენტში შედის სამი პარტია.

არჩევნებზე მისული 1.76 მილიონი ამორჩევლის ხმები წინასწარი შედეგებით ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება - 48.65%, 856 762 ხმა
  2. ენმ - 27.12%, 477 596 ხმა
  3. პატრიოთა ალიანსი - 5%, 88 109 ხმა

პატრიოტთა ალიანსმა ხმების 5.0031% აიღო, მონაცემების განახლებამდე, ცესკოს სპიკერი ამბობდა,რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია საბოლოო მონაცემებით მცირედით ჩამოცდებოდა საარჩევნო ბარიერს, კომისია იმსჯელებდა, ჩათვლილიყო თუ არა ხმათა მეათასედების სხვაობა ბარიერის გადალახვად.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმისთვის, რომ პარტიამ საარჩევნო მანდატები მოიპოვოს ხმათა არანაკლებ 5% ესაჭიროება, შესაბამისად კანონი ხმათა დამრგვალების მეთოდს არ იცნობს.

კომენტარები