Samsung

სამსუნგი Galaxy Note 7-ის წარმოებას დროებით წყვეტს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სამსუნგმა მომხმარებელს მოუწოდა, რომ სანამ კომპანიაში მიმდინარე შიდა გამოძიება არ დასრულდება, სმარტფონი Galaxy Note 7 გამორთონ და არ გამოიყენონ. გარდა ამისა, კომპანია ასევე დროებით წყვეტს ამ ტიპის სმარტფონების წარმოებასა და გაყიდვას.

ამ დროისათვის, სამსუნგმა უკვე 2.5 მილიონზე მეტი სმარტფონი გამოითხოვა. ამის მიზეზი ის არის, რომ Galaxy Note 7-ის არაერთი ბატარეა აფეთქდა. დაზარალებულ მომხმარებელს კომპანიამ სმარტფონები შეუცვალა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, გამოცვლილი სმარტფონების ნაწილიც აფეთქდა.

კომპანიის წარმომადგენლთა თქმით, სამსუნგის მომხმარებელთა უსაფრთხოება კომპანიის პრიორიტეტია და შესაბამისად, გამოძიების პროცესში სამსუნგი მსოფლიოს მასშტაბით წყვეტს Galaxy Note 7-ის გაყიდვას.

სამხრეთკორეული მედიაში კი იმასაც წერენ, რომ შესაძლოა, კომპანიამ საერთოდ შეწყვიტოს Note 7 სერიის მოდელის წარმოება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები