არჩევნები 2016

ენმ-ის აქტივისტების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია, თუმცა, შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, პარტიის ორ აქტივისტს ვაზისუბანში ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ. გიორგი ონიანის თქმით, ახალგაზრდული ფრთის ორი აქტივისტი ვაზისუბანში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის გვერდით სუპერმარკეტში იმყოფებოდა, რა დროსაც, ქართული ოცნების 30-მდე აქტივისტმა ხელკეტების გამოყენებით სცემა მათ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით კი, "ზონდერ ონიანის ორი აქტივისტი მივიდა აბუსერიძის შტაბთან და დაუშინეს ქვები".

გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები