საქართველო-ყირგიზეთი

საქართველოს დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება, ხვალ კი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

13 ოქტომბერს ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

"სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტები ერთობლივ დოკუმენტებზე მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართება. ალმაზბეკ ატამბაევი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვევა", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები