არჩევნები 2016

იალოვიცი: საქართველოში მესიების დრო წავიდა

კენეტ იალოვიცი
VoA

ვაშინგტონში, ჰერითეჯის ფონდში საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პანელი შედგა, სადაც საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

"საქართველოში მესიების დრო წავიდა. საქართველო იქნება უფრო ჯანსაღი, როდესაც ორივე ფიგურის გავლენა გაქრება. საქართველო ქვეყანაა, რომელიც იმსახურებს აშშ-ის დიდ მხარდაჭერას", - თქვა იალოვიცმა.

კომენტარები