გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ, დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე გახსნილია და იდენტიფიცირებულია დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი. ამ დროისთვის უწყებას არავინ დაუკავებია.

კომენტარები