კრიმინალი

გაერო: ავღანეთში ჰეროინის წარმოება ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

ჯალალაბადის მახლობლად ბავშები ოპიუმის მოსავალს იღებენ
Reuters

ავღანეთში ჰეროინის წარმოებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ავღანეთი ჰეროინის ნომერი პირველი მწარმოებელია, მასზე ყაყაჩოს ოპიუმის წარმოების 90% მოდის. 

გაეროს შემადგენლობაში არსებული ორგანოს UNODC-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში ყაყაჩოს ოპიუმის ნათესი ფართობი 200 ათას ჰექტარს აღემატება. ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციების ფართობი ყველაზე დიდი 2014 წელს იყო, მაშინ ის 224 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში ჰეროინის წლიური წარმოება 4.7-5 ათასი ტონაა. მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავლებით კი თალიბანი ფინანსდება. ჰეროინის ნათესი ფართობები ავღანეთის არაკონტროლირებად ტერიტორიებზეა თავმოყრილი. 

ავღანეთში ამ დროისთვის NATO-ს 350-ათასიანი კონტინგენტი იმყოფება, თუმცა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეს საკმარისი არაა. 

ორგანიზაცია ყაყაჩოს ოპიუმის ნათესი ფართობების სავარაუდო სტატისტიკას 1994 წლიდან აქვეყნებს. 

კომენტარები