სახელმწიფო ხალხისთვის

პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისში ყრილობა მიმდინარეობს

ამ წუთებში პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისში ყრილობა მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თავმჯდომარის, პაატა ბურჭულაძის შემცვლელის დასახელებაა. თუმცა, ამ ინფორმაციას პარტიის წევრები არ ადასტურებენ.

პაატა ბურჭულაძის თქმით, იგი რჩება პარტიაშიც და პოლიტიკაშიც და დღევანდელი ყრილობის ერთ-ერთი მთავარი თემა პარტიის რეორგანიზაცია იქნება.

აღსანიშნავია, რომ დავით ჯანდიერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა. მისი თქმით, იგი პარტიაში რჩება.

კომენტარები