ნობელის პრემია

ბობ დილანმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო

AFP

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ლეგენდარულმა მომღერალმა და მწერალმა ბობ დილანმა მოიპოვა.

ნობელის კომიტეტის წევრების თქმით, "დილანმა ამერიკული სიმღერის ტრადიციებთან ერთად, პოეზიის ახალი სახე შექმნა".

ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და კინომსახიობი ბობ დილანი 1941 წლის 24 მაისს მინესოტის შტატში დაიბადა. 60-იანი წლებიდან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკული მუსიკის განვითარებაში. დილანი მეოცე საუკუნის ამერიკული ფოლკ-როკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელია. ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით, იგი The Beatles-ის შემდეგ, მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, დილანი გრემის 9 ჯილდოს მფლობელია.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. პრემიის რაოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები