ტაილანდი

ტაილანდის მეფე 70-წლიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა

Getty Images

ტაილანდის მეფე ბუმიბონ ადულიადეტი გუშინ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში მონარქი საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა ჯანმრთელობასან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2014 წლის შემოდგომით მას ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს, მიმდინარე წლის ზაფხულში კი გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ადულიადეტი, იგივე რამა IX, სამეფო ტახტს 1946 წლიდან იკავებდა და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის სახელით შევა. ის 70 წლის განმავლობაში მეფობდა.

როგორც BBC აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ მას მცირე კონსტიტუციური უფლებები ჰქონდა, ქვეყნის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა და მისი პოპულარობა არასდროს შემცირებულა. ის დღემდე, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ფიგურად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაილანდში მონარქის ან მისი გარემოცვის შეურაცხყოფისათვის კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში ტაილანდის ერთ-ერთ მოქალაქე მეფის Facebook-ზე შეურაცხყოფის გამო დააკავეს და 30 წელი მიუსაჯეს.

კომენტარები