რეფერენდუმი

შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე კანონპროექტს ამზადებს

0 კომენტარი
ფოტო: PA

შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე ახალ კანონპროექტს ამზადებს.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯენმა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ კანონპროექტის წარდგენა მომავალ კვირას იგეგმება.

სტარჯენის თქმით, შოტლანდიას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, თუკი მისი ინტერესები გაერთიანებული სამეფოს ინტერესებს არ ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის დროს შოტლანდიელების 62 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრიტანეთმა კი ევროკავშირი მაინც დატოვა, რადგან გაერთიანებული სამეფოს სრული მოსახლეობის 52 %-მა Brexit-ს დაუჭირა მხარი. 

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველად 2014 წელს ჩატარდა, მაშინ შოტლანდიელთა 55 %-მა ბრიტანეთში დარჩენას დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები