თურქეთი

ანტალიაში აფეთქება მოხდა

Getty Images

თურქეთის ტურისტულ ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული არავინაა.

Anadolu-ს ცნობით, სარაკეტო დარტყმები მეთევზეთა პორტში, ანტალიისა და ქემერის დამაკავშირებული მაგისტრალის მახლობლად განხორციელდა. The Hurriyet newspaper-ის ცნობით, პორტის ტერიტორიაზე 3 რაკეტა ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები