არჩევნები 2016

კალაძე: ბოდიში რესპუბლიკელებს, აღმოჩნდა, რომ მათ არა 0.3% არამედ 1% უჭერს მხარს

facebook.com/kakhakaladzeofficial

ქართული ოცნების საარჩევნო ათეულის მეორე ნომერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე რესპუბლიკურ პარტიას ბოდიშს უხდის. კალაძის თქმით, როგორც არჩევნების შედეგებმა ცხადყო რესპუბლიკურ პარტიას არა 0.3%-იანი, არამედ 1.5%-იანი მხარდაჭერა აქვს. 

"მინდა ბოდიში მოვუხადო რესპუბლიკელებს, არჩევნების წინ მე ვთქვი, რომ მათი რეიტინგი 0.3%-ია, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მათი რეიტინგი 1%-ზე ცოტა მეტია,"- პალიტრანიუსის ეთერში ამბობს კალაძე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ 27 ათასი ხმა აიღო, რაც ხმათა 1.55%-ს შეადგენს. კახა კალაძემ ამ განცხადებით ლევან ბერძენიშვილს უპასუხა, რომლის თქმითაც კალაძე "კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა ის კარგ პოლიტიკოსად ვერ შედგა."

კომენტარები