სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

კოალიცია თანასწორობისთვის: დროულად გამოიძიეთ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობა

0 კომენტარი

„კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაცები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს 14 ოქტომბერს თბილისში ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტი. კოალიცია ხაზს უსვამს დანაშაულისთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭების მნიშვნელობასაც.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს აშაკარად არაეფექტურმა პოლიტიკამ, მათ შორის, გახმაურებულ საქმეებზე (2012 და 2013 წლის 17 მაისის საქმეებზე თემის წევრებისა და აქტივისტების ძალადობრივი დარბევის[8], საბი ბერიანის მკვლელობის საქმეები[9]) მართლმსაჯულების სისტემის არსებითმა ხარვეზებმა და ამ კუთხით ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების ნების არ არსებობამ, საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია.

აღნიშნული მიდგომებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის საქმე და ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს, მათ შორის, ჯეროვნად შეისწავლოს დანაშაულის მოტივისა და სხვა დამამძიებელი გარემოებების (მაგალითისთვის, ჯგუფურობა) მაიდენტიფიცირებელი გარემოებები და სავარაუდო სიძულვილის მოტივი ადეკვატურად ასახოს ქმედების სამართლებრივ შეფასებაში", - აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუარესებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ხელი შეუწყო პოლიტიკური პარტიების სიძულვილის ენამ. მათ შორის მოხსენიებულია ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივა.

კოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ საქმის ყველა გარემოება, მათ შორის, შეაფასონ სავარაუდო სიძულვილის მოტივი; დროულად გამოავლინონ დამნაშავეები და დაიწყონ მათი სამართლებრივი დევნა; პერიოდულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების პროგრესის თაობაზე. ამასთან, ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯაროდ დაგმონ მომხდარი და მყარი პოზიცია დაიკავონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ.

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები