ნიგერია

ნიგერიის პრეზიდენტი: ჩემი ცოლის ადგილი სამზარეულოშია

Getty

ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც გერმანიაში, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მისი ცოლის ადგილი სამზარეულოშია.

73 წლის ბუჰარი პრესკონფერენციაზე აფასებდა მისი ცოლის ნათქვამს, რომ ის მხარს არ დაუჭერს ქმარს მომავალ არჩევნებში, თუ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს არ შეცვლის.

"არ ვიცი, ჩემი ცოლი რომელ პარტიას ეკუთვნის, მაგრამ მისი ადგილი სამზარეულოში, მისაღებში და სხვა ოთახებშია"", - თქვა პრეზიდენტმა.

BBC-ისთან ინტერვიუში, პრეზიდენტის ცოლმა, აიშა ბუჰარიმ, რომელიც აქტივისტია, თქვა, რომ ხელისუფლებიდან მინისტრების დიდი ნაწილი გასათავისუფლებელია. "მის ხელისუფლებას შეჯანჯღარება სჭირდება, უნდა გაუშვას მინისტრები, რომლებიც მის ხედვებს არ იზიარებენ. პრეზიდენტი მის მიერ დანიშნული 50 პირიდან 45-ს არ იცნობს, შესაბამისად, არც მე ვიცნობ", - თქვა მან.

მოგვიანებით პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა იხუმრა და ის ქალის როლს საზოგადოებაში პატივს სცემს.

კომენტარები