არჩევნები 2016

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება

0 კომენტარი
ცესკო ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერსაა დანიშნული.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები