ნარკოპოლიტიკა

თურქეთში სამედიცინო და მეცნიერული მიზნებისთვის კანაფის წარმოება ლეგალიზებულია

Getty

თურქეთის 19 პროვინციაში კანაფის წარმოება სამედიცინო და მეცნიერული მიზნებისთვის ლეგალიზებულია.

ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან მცენარის 3 წლის მანძილზე მოსაყვანად ნებართვა უნდა მიიღონ. მათ ასევე უნდა დაამტკიცონ, რომ უკანონო საქმიანობაში არასდროს ჩაბმულან და არც მომავალში ჩაებმებიან.

ამასთან, წარმოების ადგილები ხელისუფლების მხრიდან პერიოდულად შემოწმდება.

ეს პროვინციებია: ამასია, ანტალია, ბართინი, ბურდური, ჩორუმი, იზმირი, ქარაბიუქი, ქასთამონუ, ქაიზერი, ქუთაჰია, მალათია, ორდუ, რიზე, სამსუნი, სინოფი, თოქათი, უშაქი, იოზგათი და ზონგულდაქი. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სხვა პროვინციებსაც მიეცეთ მეცნიერული მიზნებისთვის კანაფის მოყვანის უფლება.

კანაფის რეკრეაციული მოხმარება თურქეთში უკანონოა. ფლობა, ყიდვა ან მიღება 2 წლამდე, ხოლო გაყიდვა 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კომენტარები