გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ხოშტარია თარგამაძის საქმეზე: გამოძიების მიმართ ნდობა არ გვაქვს

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით არადამაჯერებელია.

"ზოგადად, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ, როგორი უპასუხისმგებლო და ამორალური იყო ხელისუფლება, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური დონიდან აკეთებდა სამარცხვინო მინიშნებებს უკრაინასთან და რაღაცეებთან დაკავშირებით. ისევე, როგორც წლების წინ, ხელისუფლებამ ისპეკულირა ბარბარე რაფალიანცის საქმით და კითხვებზე პასუხი არ გაუცია, ახლაც შეეცადა იმავეს გაკეთებას. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ გვაქვს", - თქვა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა 4 ოქტომბერს მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

კომენტარები