Russia Today

დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს საბანკო ანგარიშები გაყინეს

Sputnik

დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს საბანკო ანგარიშები გაყინეს. ამის შესახებ ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა Twitter-ზე დაწერა.

"დიდ ბრიტანეთში ჩვენი ანგარიშები დახურეს. ყველა ანგარიში. "გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება". გაუმარჯოს სიტყვის თავისუფლებას", - წერს სიმონიანი.

ცოტა ხნის წინ Russia Today-ს სანქციები დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა Ofcom-მაც დაუწესა. სანქციები უკრაინისა და სირიის კონფლიქტების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდებოდა.

ცნობისათვის, Russia Today რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტელევიზიაა.

კომენტარები