საგარეო ვაჭრობა

ფეროშენადნობების, ავტომობილების, სასუქების და მინ. წყლების ექსპორტი შემცირდა

independent.co.uk

2016 წლის ცხრა თვის მანძილზე საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულიდან ხუთის ექსპორტი შემცირდა. ეს პროდუქტებია: ფეროშენადნობები, ავტომობილები, მედიკამენტები, მინ. წყლები და აზოტოვანი სასუქები. ამ პროდუქტების ექსპორტის შემცირების შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

2016 წლის მანძილზე საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე $1.5 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული და წინა წელთან შედარებით მათი ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $242 მილიონი, ზრდა - 23%
  2. ფეროშენადნობები - $120 მილიონი, კლება - 24.1%
  3. ავტოექსპორტი - $120 მილიონი, კლება - 14.1%
  4. თხილი და სხვა კაკალი - $116 მილიონი, ზრდა - 2%
  5. ღვინო - $74 მილიონი, ზრდა - 13.3%
  6. მედიკამენტები - $72 მილიონი, კლება - 25.1%
  7. ოქრო - $62 მილიონი, ზრდა - 35%
  8. მაღალსპირტიანი სასმელები - $60 მილიონი, ზრდა - 38%
  9. მინერალური წყლები - $58 მილიონი, კლება - 5%
  10. აზოტოვანი სასუქები - $54 მილიონი, კლება - 39.6%

მინერალური წყლების ექსპორტის გაუარესება რუსულ და უკრაინულ ბაზარზე არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ქართული მინერალური წყლების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ ბაზრებზე გადის ექსპორტზე. ავტოექსპორტის კლება ისევ აზერბაიჯანული ბაზრის რეგულაციებს უკავშირდება. ქართველმა ავტოდილერებმა ვერ მონახეს ალტერნატიული ბაზრები, რის გამოც მთლიანად ავტოექსპორტის ბაზრის მოცულობა შემცირდა. 

რაც შეეხება იმპორტს, მისმა მოცულობამ წელს $7.5 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია. იმპორტის ზრდა ძირითადად C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტს უკავშირდება. საქართველომ წელს გრანტით დაახლოებით $2.4  მილიარდის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტები მიიღო. მედიკამენტების იმპორტის გამოკლებით კი რეალური იმპორტის მოცულობა დაახლოებით $5.1 მილიარდია.

კომენტარები