ძალადობა სიძულვილის ნიადაგზე

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღობისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, არსებობს საფრთხე, რომ მან თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და სცადოს მტკიცებულებების განადგურება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბრალდებულისგან ორსულადაა და გამორიცხული არაა, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა, თუმცა, თავად ითხოვდა გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ტრანსგენდერ ქალs 14 ოქტომბერს სცემეს და დაჭრეს. ის ამ დრომდე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები