პენტაგონი: ე.წ. ისლამური სახელმწიფო მოსულის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს

unian.info

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესოპერაციების ხელმძღვანელმა ჯეფ დევისმა განაცხადა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს, ისე იყენებენ და მათ ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

BBC-ის ცნობით, ქალაქი მოსული ამ ეტაპზე მხოლოდ 900-მა ადამიანმა დატოვა, ისინი ამჟამად სირიის გარეთ, ლტოლვილთა ბანაკში იმყოფებიან. ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ტერორისტების ტყვეობაში მყოფი 1.5 მილიონი ადამიანის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ქალაქ მოსულის ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლების ოპერაცია მესამე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები