ავარია რუსთავში

რუსთავში, ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა

metro.us

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები