დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ლა-მანშის სრუტეში რუსული ავიამზიდის ჩავლას ბრიტანეთი საგანგებოდ დააკვირდება

AP

ბრიტანეთი რუსული ავიამზიდისა და სხვა ხომალდების მონიტორინგისთვის სამხედრო გემებს გზავნის. რუსული ავიამზიდი და სხვა რუსული გემები ჩრდილოეთის ზღვისა და ლა-მანშის სრუტის გავლას აპირებენ.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, მაიკლ ფელონის თქმით, ბრიტანელი სამხედროები რუსული ხომალდების გადაადგილებას ყურადღებით დააკვირდებიან.

რუსული ავიამზიდი ადმირალი კუზნეცოვი სამუშაო ჯგუფით ნორვეგიის ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვისკენ მიემართება. ბრიტანეთმა HMS Duncan-ის ტიპის გამანადგურებელი დასაკვირვებლად უკვე გაგზავნა.

კომენტარები