Nissan

NISSAN-ი MITSUBISHI-ს ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა

Reuters

იაპონურმა ავტოგიგანტმა NISSAN-მა დღეს MITSUBISHI-ს აქციების შესყიდვის პროცესი დაასრულა. ორ კომპანიას შორის დადებული გარიგების ღირებულებამ $2.3 მილიარდი შეადგინა, მის შედეგად კი NISSAN-ი MITSUBISHI-ს 34%-ის მფლობელი გახდა. გარიგება MITSUBISHI-ისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც კომპანიას ავტომობილების საწვავის მოხმარების ინფორმაციის გაყალბების გამო მრავალმილიონიანი ჯარიმების გადახდა უწევს. 

NISSAN-ი იაპონიის მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელია, ამავდროულად ის ფრანგული ავტომწარმოებლის Renault-ს პარტნიორია. დღეს გაფორმებული გარიგებით, ჩამოყალიბდება NISSAN-Renault-MITSUBISHI-ის გაერთიანება, რომელიც წელიწადში 10 მილიონზე მეტ ავტომობილს გამოუშვებს. NISSAN-ი სავარაუდოდ MITSUBISHI-ის მიერ შემუშავებული სისტემით, ბუნებრივ აირზე მომუშავე ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებას გეგმავს. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერთიანებისთვის მართავენ მოლაპარაკებებს Suzuki Motors-ი და Toyota.

კომენტარები