რუსეთი-საქართველო

აბაშიძე: ითქვა, რომ ჩატარებული არჩევნები იძლევა საშუალებას, ეს დიალოგი გაგრძელდეს

პრაღიდან დაბრუნებულმა პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში თბილისში რუსულ-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება.

"არის ნათქვამი, რომ რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები საშუალებას იძლევა, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს. ფაქტის კონსტატაციაა. ასევე, როგორც ჩანს, შედგება რუსი ბიზნესმენების ჩამოსვლა, არის სურვილი. სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში. ექსპორტიც და იმპორტიც ამ 9 თვის მანძილზე გაზრდილია, როგორც სატვირთო გადაზიდვები", - თქვა აბაშიძემ. მისივე თქმით, რუსული მხარე სავიზო რეჟიმის შემდგომ განვითარებაზე მუშაობს.

კომენტარები