ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთის შსს-ში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის სპეციალური განყოფილება შეიქმნა

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი
EPA

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის სპეციალური განყოფილება შეიქმნა.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მილან ხოვანცემის თქმით, განყოფილებაში 20-მდე თანამშრომელი იმუშავებს. მათი მთავარი მიზანი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

სექტემბერში ჩეხეთის უშიშროებისა და ინფორმაციის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩეხეთის ტერიტორიაზე საინფორმაციო ომს აწარმოებს. ჩეხური სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი აგენტები და იატაკქვეშა ჯგუფები ჩეხეთში რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ და ამით ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

კრემლს ამ თემაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები