ჰაკერული თავდასხმა

ჰაკერებმა Twitter-ის, Paypal-ის, Netflix-ისა და Amazon-ის სერვერებზე წვდომა შეზღუდეს

techreviewer.co.uk

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჰაკერებემა ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევა განახორციელეს, მათ Twitter-ის, PayPal-ის, eBay-ის, Netflix-ის, Amazon-ისა და კიდევ სხვა მრავალი კომპანიის სერვერებზე წვდომა შეზღუდეს. 

Amazon-მა რომლის სერვერებიც მათ შორის Netflix-საც ემსახურებიან, შეტევის დაწყებიდან მალევე განაცხადა, რომ დილის 4:31-დან, დილის 6:10-წუთამდე მის სერვერებზე წვდომა შეზღუდული იყო, 6:31-ზე კი შეზღუდვები მოიხსნა. 

ჰაკერებმა თავდასხმა კომპანია Dyn-ზე მიიტანეს, ეს კომპანია საიტებს DNS სერვერებით ემსახურება. Dyn-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტევის შედეგად კომპანიის სერვერები გადაიტვირთა და მათ მომხმარებელთა გატარება ვეღარ შეძლეს.

კომენტარები