თბილისის მერია

მერია: ხვალ, 07:00-დან 14:00-მდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით ივლის

თბილისის მერიის განცხადებით, 23 ოქტომბერს, თბილისი-მარათონთან დაკავშირებით, დილის 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტებით ივლის.

კერძოდ, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას გააგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით.

კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ კი, არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.

მერიის ცნობითვე, ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე. ხოლო ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

კომენტარები