განმეორებითი არჩევნები

PMMG: დარღვევები, რომელიც გავლენას მოახდენდა შედეგზე, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა

მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლებმა განმეორებითი კენჭისყრის პროცესში, მარნეულის #36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე რამდენიმე დარღვევა გამოავლინეს. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, კომისიის თავმჯდომარეს ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარება მოუწია სამჯერ.

"ეს იმით იყო განპირობებული, რომ უბნის გახსნისას, პირველ რიგში ჩანაწერთა წიგნში არ მოხდა უფლებამოსილი პირების და კომისიის წევრების რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, 8:05 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში უფლებამოსილი პირების რეგისტრაცია მიმდინარეობდა, რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაიწყო 8:15 საათზე" - აცხადებს PMMG.

ორგანიზაციის ცნობით, უბანზე 12:00-სთვის დაფიქსირდა 306 ამომრჩეველი.

"სერიოზული დარღვევები, რომელიც გავლენას მოახდენდა შედეგზე, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა" - აღნიშნავს მრავალეროვანი საქართველო.

კომენტარები