არჩევნები 2016

ზუგდიდსა და მარნეულში, ჩაშლილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა დასრულებულია

ტაბულა

მარნეულსა და ზუგდიდში ჩაშლილ უბნებზე განმეორებით დანიშნული კენჭისყრა დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით სულ 4 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან სამი ზუგდიდში ხოლო ერთი მარნეულში. ყვლეა უბანი საღამოს 8 საათზე, განსაზღვრულ დროს დაიხურა. ზუგდიდში კენჭისწყრა სოფელ ჯიხაშკარის ორ უბანსა და სოფელ განმუხურში ჩატარდა, მარნეულში კი სოფელ ყიზილაჯლოს უბანზე. 

მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი ხოლო ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებდნენ მონაწილეობას. მარნეულში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევია, ხოლო ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი. 

 

 

კომენტარები