შეზღუდვები გზებზე

მარათონის მიმდინარეობის გამო, თბილისში გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

თბილისის მერია

მათონის მიმდინარეობის გამო თბილისში გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

ჩაკეტილია თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები. ასევე მოძრაობა იკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე.

გადაკეტილია კრწანისის მოედანი - ავტომონბილები მოძრაობს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე. მოძრაობა აიკრძალულია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები მოძრაობენ მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით.


კომენტარები