ავიაკატასტროფა

მალტის აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნას საფრანგეთის 5 მოქალაქე ემსხვერპლა

Reuters

მალტის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ბორტზე მყოფი 5-ვე ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ევროკავშირის წარმომადგენლები ისხდნენ, თუმცა, ოფიციალურმა მხარემ ეს ინფორმაცია მალევე უარყო.

ხუთივე დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეა, მათგან 3 თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. მათი მიზანი ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის შემოწმება და არალეგალი მიგრანტებით ან ტრეფიკინგით დატვირთული გემის პოვნა იყო.

როგორც თვითმხილველმა Times of Malta-სთან საუბარში განაცხადა, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე მარჯვნივ გადაიხარა და პირდაპირ ასაფრენი ბილიკის მიმართულებით დაეშვა.

თვითმფრინავი ლიბიის მიმართულებით მიფრინავდა.

ამ დროისთვის მალტას აეროპორტში ფრენები აღდგენილია.

კომენტარები