ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 1.2 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3803 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით, 1.24 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5919 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5796 ლარი იყო. ლარის კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით, 1.23 თეთრი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოს შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა ჯამში $180 მილიონი სავალუტო რეზერვი გაყიდა. სებ-ი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

კომენტარები