ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეათე ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა

qatartennis.org

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეათე ჩოგანი ჩეხი ტომაშ ბერდიხი 3 სეტში, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა მეტოქეს 6:4 მოუგო. მეორეში ჩეხმა ჩოგბურთელმა 7-6 გაიმარჯვა. მესამე სეტში კი ბასილაშვილმა მეტოქე 7-5 დაამარცხა და ვენის ტურნირის მერვედფინალშიც გავიდა.

27 ოქტომბერს, მერვედფინალში მსოფლიოს 107-ე ჩოგანი ბასილაშვილი, რუს ჩოგბურთელ კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 63-ე ადგილზეა.

კომენტარები