ბანკები

კომერციული ბანკების წმინდა მოგება 28%-ით გაიზარდა

AP Photo

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 484 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 28.4%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე სულ 17 ბანკი ოპერირებს, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით გაიზარდა) და 26.0 მლრდ ლარი შეადგინა.

ბანკების შემოსავლები და ხარჯები 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ასე გამოიყურება:

  • შემოსავლები სესხებიდან - 1.55 მილიარდი
  • ფასიანი ქაღალდებიდან - 155 მილიონი
  • საკომისიოები - 224 მილიონი ლარი
  • საკონვერსიო ოპერაციები - 161 მილიონი ლარი
  • სხვა შემოსავლები - 20 მილიონი ლარი
  • სხვა არაპროცენტული შემოსავალი - 252 მილიონი ლარი
  • ხარჯი პროცენტზე - 748 მილიონი ლარი
  • ხარჯი დეპოზიტებზე - 448 მილიონი ლარი
  • ხარჯი ბანკთაშორის დეპოზიტებზე - 32 მილიონი ლარი
  • სხვა სესხების ხარჯი - 212 მილიონი ლარი
  • სხვა ხარჯები - 54 მილიონი ლარი
  • არაპროცენტული ხარჯები - 829 მილიონი ლარი
  • ზარალი აქტივების დანაკარგზე - 228 მილიონი ლარი
  • მოგება დაბეგვრამდე და სხვა ხარჯებამდე - 580 მილიონი ლარი
  • გაუთვალისწნებელი ხარჯები - 39 მილიონი ლარი
  • მოგების გადასახადი - 56.8 მილიონი ლარი
  • წმინდა მოგება - 484 მილიონი ლარი

სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 80.6 მილიონი ლარი იყო, რაც 2015 წლის სექტემბერთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

კომენტარები