ე.წ. ისლამური სახელმწიფო

პაკისტანში პოლიციის აკადემიაზე მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 59 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: AFP/Getty Images

პაკისტანის ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიაზე თავდასხმას სულ მცირე 59 ადამიანი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. მათგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა გუშინ ღამე მოხდა. ტერორისტები აკადემიის ტერიტორიაზე შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს. ადგილზე მისულ სპეცრაზმსა და ტერორისტებს შორის ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდამსხმელებიდან 3 თვითმკვლელი ტერორისტი იყო. ორმა თავი აკადემიის შენობაში აიფეთქა, მესამემ კი თავის აფეთქება ვერ მოახერხა, რადგან სპეცრაზმელებმა მისი მოკვლა მოასწრეს.

თავდამსხმელებს რამდენიმე საათის განმავლობაში ტყვეებიც ჰყავდათ აყვანილი, თუმცა პაკისტანის უშიშროების ძალებმა სპეცოპერაციის შემდეგ მათი გათავისუფლება მოახერხეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები