British Airways

British Airways-ის თვითმფრინავს ვანკუვერში საგანგებო დაშვება მოუწია

Getty Images

British Airways-ის თვითმფრინავს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მოწამვლის გამო ვანკუვერში საგანგებო დაშვება მოუწია.

თვითმფრინავი Airbus A380 სან ფრანცისკოდან ლონდონში მიფრინავდა, როდესაც 25-მა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და თვითმფრინავს კანადის ქალაქ ვაკუვერში საგანგებო დაჯდომა მოუწია.

მოწამლულთაგან 20 ეკიპაჟის წევრი იყო, 5 კი მგზავრი. ისინი დაშვებისთანავე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ინტოქსიკაციის მიზეზი კვამლის სუნთქვა აღმოჩნდა.

თვითმფრინავში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

კომენტარები