არჩევნები 2016

პრეზიდენტი ამომრჩეველს აქტიურობისა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"პრეზიდენტი ამომრჩეველს აქტიურობისა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ“ ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა იმ დარღვევაზე და საჩივარზე დროული რეაგირება, რომელიც საარჩევნო პროცესის განმავლობაში გამოვლინდა.

" განმეორებითმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გადაცდომების გარეშე ჩაიარა. თუმცა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გრძელდება, 30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ"- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ. 

კომენტარები