ქართული ოცნება

ვოლსკი: ყოფილ თავისუფალ დემოკრატებთან შეხვედრა იყო სპონტანური

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებთან - ზურაბ აბაშიძესთან, გია ცაგარეიშვილსა და დავით ონოფრიშვილთან გუშინდელ შეხვედრას სპონტანურს უწოდებს. მისი განმარტებით, დეპუატატებმა მას თავიანთი მოსაზრება გააცნეს საკონსტიტუციო უმრავლესობის, ნაციონალური მოძრაობის, ქვეყნის საგარეო კურსისა და ბევრი სხვა საკითხის მიმართ. ვოლსკის თქმითვე, შეხვედრას არანაირი შეთანხმების ფორმა არ ჰქონია.

"სპონტანური შეხევდრა იყო. იმ ფონზე, როდესაც ბევრი პარტია, პარტიის ლიდერი ან რიგითი პარტიელი, არასამთავრობოები, ექსპერტები (ზოგიერთი, ყველაზე არ მაქვს საუბარი) საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, რაღაც საშიშროებას წარმოადგენს კონსტიტუციური უმრავლესობის ქართული ოცნების ხელში მოხვედრა და პოლიტიკური სკანდალის ფორმა მისცეს ამას, კოლეგებმა გამიზიარეს თავიანთი მოსაზრება, რომ ის პოზიცია, რაც ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, საგარეო კურსის მიმართ და ბევრი სხვა საკითხის მიმართ, არ შეცვლიათ და მეორე დღეს ამაზე განცხადების გაკეთებას აპირებენ. ამ თემას რაიმე შეთანხმების, ან განხილვის, ან, როგორც ამბობენ, მომავალი დანიშვნის სახე, რა საკვირველია, არ ჰქონია. არის თემები, რომლებზეც არ გვიმსჯელია, მაგრამ ვიცი ზუსტად, რომ პოზიცია, რაც შეეხება კაბელების საქმეს, მაგალითად, ეს ის თემაა, რომელზეც გარკვეული პოზიცია აქვთ, მათ შორის, ყოფილ თავისუფალ დემოკრატებს", - თქვა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, გუშინ გიორგი ვოლსკიმ თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებთან ზურაბ აბაშიძესთან, გია ცაგარეიშვილსა და დავით ონოფრიშვილთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ის მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გეგმავს.

კომენტარები