ნარკოდანაშაული

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1.7166 გრ ჰეროინს შეიცავს, ასევე, ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 27 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები