გამწვანება

ნარმანია: მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვას ვგეგმავთ

მერია

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ გამწვანების მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. ნარმანიას განცხადებით, "მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება". მისივე თქმით, ხეები დაირგვება ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. მერიის ცნობით, ნარმანია ამბობს, რომ დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. მისივე თქმით, საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ დიდი ზომის 4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების, დაახლოებით, 80% გაიხარებდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი - უპრეცედენტო მოვლის პირობებში, გაიხარა დარგული მცენარეების თითქმის 90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები