პატრიოტთა ალიანსი

თარხან-მოურავი: ჩემი მიზანი იყო, რომ აჭარის მთავრობას სათავეში ჩავდგომოდი

0 კომენტარი
ფოტო: პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა GDS-ის ეთერში იმის მიზეზზე ისაუბრა, თუ რატომ თქვა უარი აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე და რატომ დაუთმო ადგილი სიის მეორე ნომერს - ზაზა ოქრუაშვილს. თარხან-მოურავის თქმით, მისი მიზანი იყო, რომ აჭარის მთავრობას თავად ჩადგომოდა სათავეში. მისი განმარტებით, ვინაიდან ეს ასე არ მოხდა და პატრიოტთა ალიანსს მხოლოდ 1 კაცი "გააყვანინეს", იგი ვერ შეძლებს დაპირებების ასრულებას, ამიტომ ადგილი სიის მეორე ნომერს დაუთმო. თარხან-მოურავის თქმით, პარტიის პოზიციის გამოხატვას სიის ნებისმიერი წევრი შეძლებს, თავად კი პარტიას უხელმძღვანელებს.

"მე ვარ პარტიის პირველი პირი, ირმა ინაშვილი არის მეორე პირი. ჩვენ, პარტიამ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სიის პირველი ნომერი იქნებოდა გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, მე კი ვიქნებოდი პირველი ნომერი აჭარი,ს სიის იმ მიზნით და იმედით, რომ აჭარაში 8 კაცს მაინც გავიყვანდით, 11-კაციან კოალიციას შევქმნიდით და გვექნებოდა ძალა, რომ დაგვემტკიცებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და მე თვითონ ჩავუდგებოდი აჭარის მთავრობას სათავეში. მიზანი იყო, რომ ჩავდგომოდი აჭარის მთავრობას სათავეში. ახლა იქ ჩვენ დაგვიწერეს 1 ხმა, 1 კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდავოდ სიყალბეა. აქ ამ ტერმინს არ შევუშინდები. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ერთმა კაცმა რა შემიძლია გავაკეთო აჭარის უმაღლეს საბჭოში? იმისთვის, რომ პარტიის პოზიცია დავაფიქსიროთ სხვადასხვა საკითხებზე, ამას გააკეთებს მეორე ნომერიც, მესამეც და მეოთხეც, რომელიც სიაშია და პარტიას ხომ უნდა ვუხელმძღვანელო მე? ამიტომ აზრი დაკარგა. მე იმ დაპირებების აღსრულებას ვერ შევძლებ და პოზიციის გამოხატვას შეძლებს მეორე ნომერიც", - თქვა დავით თარხან-მოურავმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები