სირიის კრიზისი

სირიაში მომხდარ ავიათავდასხმებს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ბრიტანეთში არსებული ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორიის ინფორმაციით, გუშინ სირიის პროვინცია იდლიბის ერთ-ერთ სოფელზე მომხდარ ავიათავდასხმებს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვი. ობსერვატორიის ცნობით, თავდასხმები რამდენიმე ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის ერთ-ერთი საშუალო სკოლა იყო.

ინფორმაცია დაადასტურა სირიის სახელმწიფო ტელევიზიამაც, თუმცა მათ სკოლაზე თავდასხმა არ უხსენებიათ.

იდლიბის პროვინცია სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარეობს და მას ამბოხებული ძალები აკონტროლებენ. ამბოხებული ძალების წინააღმდეგ კი სირიის მთავრობა იბრძვის და მათ ზურგს რუსეთი და ირანი უმაგრებენ.

კომენტარები