საგარეო ვაჭრობა

საქართველოში საკვების იმპორტი 19.4%-ით შემცირდა

wikimedia.org

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტი 19.4%-ით შემცირდა. იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საკვების იმპორტმა $616 მილიონი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $736 მილიონს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოხმარებული საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია და ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განსაკუთრებული ზრდა არ ფიქსირდება, სავარაუდოდ, ქვეყანაში მოხმარებული საკვების რაოდენობა შემცირდა. საკვების იმპორტი 2015 წელსაც შემცირდა, მაშინ შემცირებამ 20% შეადგინა.

საქართველოში საკვებისა და სასმელების იმპორტის მოცულობა 2013 წლიდან იკლებს. ბოლო ათი წლის მანძილზე საკვებისა და სასმელების იმპორტის დინამიკა ასე გამოიყურება:

  • 2006 წელი - $549 მილიონი, ზრდა 36%
  • 2007 წელი - $745 მილიონი, ზრდა 35%
  • 2008 წელი - $822 მილიონი, ზრდა 10%
  • 2009 წელი - $672 მილიონი, კლება 19%
  • 2010 წელი - $825 მილიონი, ზრდა 22%
  • 2011 წელი - $1 მილიარდი, ზრდა 20%
  • 2012 წელი - $1.086 მილიარდი, ზრდა 10%
  • 2013 წელი - $1.088 მილიარდი, ზრდა 0.1%
  • 2014 წელი - $1.081 მილიარდი, კლება 0.2%
  • 2015 წელი - $905 მილიონი, კლება 20%
  • 2016 (9 თვე) - $616 მილიონი, კლება 19%

იმპორტის კლების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რის გამოც მოსახლეობა იმპორტირებული საქონელის ყიდვისგან უფრო მეტად იკავებს თავს. 

კომენტარები