კრიმინალი

ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გუშინ ღამით, ბახტრიონზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარების მუხლებით დაიწყო.

დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ჭრილობა გულმკერდის არესა და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მეორე მამაკაცს ტყვია ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები