აშშ-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი: რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას

bloomberg.com

სოჭში საერთაშორისო სადისკუსიო კლუბში გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო საფრთხის შესახებ განცხადებები მითიური და არარეალისტურია.

"რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და ზოგჯერ კარგია საკუთარი თავის ბარბაროსებისგან ცივილიზაციის დამცველად წარმოჩენა. თუმცა, რეალურად, რუსეთი არ აპირებს ვინმეს თავს დაესხას", - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუძლია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. მისი თქმით, აშშ-ში პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, მოქალაქეებს ყურადღება ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან სხვა საკითხზე გადაატანინონ და რუსეთის მტრული სახე შეუქმნან.

"ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამერიკელი ხალხის არჩევანზე? ამერიკა ბანანის ქვეყანა ხომ არ არის? ამერიკა დიდი და ძლიერი სახელმწიფოა. თუ ვცდები, შემისწორეთ", - თქვა პუტინმა.

კომენტარები