თურქეთი

თურქეთის ძალოვანი უწყებებიდან 265 თანამშრომელი გაათავისუფლეს

wikimedia.org

თურქული სამთავრობო გამოცემის Anadolu-ს ცნობით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირის გამო ძალოვანი უწყებების 265 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

სააგენტოს ცნობით, გათავისუფლებულთაგან 153 ჟანდარმერიის თანამშრომელი იყო, 112 კი სანაპირო დაცვის.

ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით 35 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული.

 

კომენტარები